გაცნობებთ, რომ ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტში.
შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი დაფუძნებულია იურიდიულ ფაკულტეტზე. სტაჟირების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობა, მათი უნარ-ჩვევების განვითარება და ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეწყობა პროექტების დაგეგმვისა და ჩატარების უზრუნველყოფით.
- სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო (მე-5 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.
- სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე).
- სტაჟიორის ფუნქციები: ინსტიტუტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარება, მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა და სხვ.
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.
- სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
- დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ.ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
- CV (ბიოგრაფიული რეზიუმე);
- სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.
- განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: iclinstitute@tsu.ge სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტში".
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.